ილონ მასკი – ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს, თუ არჩევნების გაუქმებას არ შეწყვეტს

ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს, თუ არ აღადგენს პრესის თავისუფლებას და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას! – ამის შესახებ -ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მანამდე, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ , რომელსაც მხარდაჭერის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე.
„საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას