ილონ მასკი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობის ნაცვლად ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია – ეს არის სასტიკი და არაადამიანური

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზელენსკიმ აირჩია არა მშვიდობა უკრაინაში, არამედ ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა და ეს არაადამიანურია.
„ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინამ უნდა ეძიოს მშვიდობა, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი, ყოველგვარი სარგებლის გარეშე.ზელენსკის არჩევანი ეს უკანასკნელი იყო. ახლა მას სურს ამის გაკეთება ისევ. ეს არის სასტიკი და არაადამიანური“, – წერს მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!