ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილინოისის სასამართლომ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

ილინოისის შტატის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ილინოისში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა, რომელიც 19 მარტს უნდა ჩატარდეს.
სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში ტრამპის როლის გამო მიიღო.
ტრამპის კამპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელსაც სასწრაფოდ გაასაჩივრებენ.
მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება კოლორადოსა და მეინშიც მიიღეს, თუმცა დონალდ ტრამპმა ორივე გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის გამოც, მათი აღსრულება ჯერჯერობით შეჩერებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.