არქივი13 მარტი, 2024, 06:40
ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს
ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.