პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან, სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით, 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.