არქივი7 აპრილი, 2024, 11:54
ილია მეორე - სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში
სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მორწმუნეებს ხარების დღესასწაული მიულოცა.
"გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით "გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ "გიხაროდენ“, - ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი”, - აცხადებს ილია მეორე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.