ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით

ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით, სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, მსურს საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის -ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. მან ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში.
მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან.
ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი; ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო.
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი