ილია მეორე დონალდ ტრამპს – გულითადად გილოცავთ -ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას – ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში

გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაშია აღნიშნული -ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.
როგორც ილია მოერე აღნიშნავს, ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.
„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ,,ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5).
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია.
ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო.
ღრმა პატივისცემით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“,- აღნიშნულია მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…