ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.
"დიპლომატებმა საქართველოს მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და დაადასტურეს მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხისადმი. აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ეს დაახლოება ბუნებრივი, რეალური და შემდგომი პერსპექტივის მქონე პროცესია", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და არსებულ ვითარებაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.