“ილია მეორემ მთხოვა, გადმომეცა, რომ თქვენთვის ლოცულობს” – თინა კანდელაკი პუტინს

კრემლის პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, ტვ ფორმულას თარგმანის მიხედვით, თქვა:
“უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ბოლოს ვიყავი 5 წლის წინ და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს. ილია ყოველთვის თბილ სიტყვებს მეუბნება და მაშინ მითხრა, გადაეცი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ. გავიდა 5 წელი და ასეთი შესაძლებლობა არ მომეცა. დღეს მაქვს – ვლადიმერ ვლადიმერის ძევ – ჯანმრთელობა თქვენ და ჩვენ ყველას, რადგან თუ მთელს მსოფლიოში მორწმუნე ხალხი, რომლებსაც მშვიდობა სურს თქვენთვის ლოცულობენ, ნიშნავს რომ რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა იქნება”
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.