ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონია

კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიების ფარგლებში ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ოქტაგონზე ერთმანეთს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ.
ბრძოლაში ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა ვინც „MMA“-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორის, მაქს ჰოლოვეისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემდეგ ილია თოფურია მეხუთე მებრძოლია, ვინც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა იზეიმა.
ისტორიულ დაპირისპირებამდე ილიამ 14 ბრძოლა გამართა და ყველა დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.