ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილია დარჩიაშვილი - ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ საქართველო შესაბამისად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, ნატოს საიუბილეო სამიტზე

მიმდინარეობს მუშაობა ალიანსის მხრიდან, თუ როგორი ფორმა ექნება სამიტს და როგორი კომპონენტებისგან შემდგარი იქნება - ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ საქართველო შესაბამისად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, ამ უმნიშვნელოვანეს საიუბილეო სამიტზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს გამოეხმაურა.
დარჩიაშვილის შეფასებით, ვილნიუსის სამიტმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა „თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების საქმეში“.
„მე ვერ დაგეთანხმებით, ვილნიუსის სამიტსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების საქმეში. თქვენ კითხვაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება? - ხელისუფლება მასპინძლობს დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს თბილისში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ აუცილებლად ეს ვიზიტი მოიტანს ახალ დინამიკას, ახალ კოორდინაციას, კოორდინაციის ახალ ფაზას. რაც შეეხება ვაშინგტონის საიუბილეო სამიტს, მიმდინარეობს მუშაობა ალიანსის მხრიდან, თუ როგორი ფორმა ექნება სამიტს და როგორ კომპონენტებისგან შემდგარი იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ საქართველო შესაბამისად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, ამ უმნიშვნელოვანეს საიუბილეო სამიტზე“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.