ილია დარჩიაშვილი – საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების დონე, ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი მისაღებია ამ კონკრეტული ქვეყნებისთვის

საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში – ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის შედეგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესის.
„საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაცია, საქართველოში წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ნიშნავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან. დაახლოების პროცესი გულისხმობს, რომ საქართველო იმ კონკრეტული სხვადასხვა პარამეტრით, მიმართულებით ეწევა ევროპის ქვეყნებს თავისი განვითარებით და ეს პროცესი გრძელდება და ეს არის გამოძახილი იმის, რომ საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსადმი ნდობა, ქვეყნის განვითარების დონე, ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი მისაღებია ამ კონკრეტული ქვეყნებისთვის და ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე”, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ