ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე – ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა

საერთო ჯამში, ევროპარლამენტის არჩევნები წარმატებით ჩატარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა უკვე ახლადარჩეული პარლამენტით მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და მოხდეს ახალი ევროპული სტრუქტურების ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა.
„ზოგადად, პოლიტიკურ განწყობებზე შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი, რომ მოსახლეობა, საზოგადოება გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ეს ყოველთვის ასე იყო, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებში იღებდნენ უპირატესობას, ამით საზოგადოება აკეთებდა კონკრეტულ გზავნილებს. ცვლილებაც ევროპარლამენტში, სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ ეს გზავნილი ევროპის მოსახლეობამ არჩევნებით გამოხატა,” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?