ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ქალაქ ბუენოს აირესში საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ არგენტინაში ისტორიულად მცხოვრები ქართველები, რომელთან ნაწილი არგენტინაში საბჭოთა რეპრესიების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მცირე ნაწილი კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 90-იან წლებში ჩამოვიდა.
ამასთან, უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. მან ასევე ისაუბრა არგენტინაში განხორციელებულ ვიზიტზე და მის შედეგებზე, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქვეყნის განვითარებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს