ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილია დარჩიაშვილი ალბანელ კოლეგას შეხვდა

2024 წლის 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, იგლი ჰასანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ილია დარჩიაშვილმა ალბანელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია“,- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.