პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს

ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს

ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის მხარდასაჭერად, ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს და ფოიერვერკი ისროლეს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
ასევე, აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი” – სკანდირებდნენ აქტივისტები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.