ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილიაუნის ვიცე-რექტორი: გავუწევთ წინააღმდეგობას, გამოვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებს

ილიაუნის ვიცე-რექტორი: გავუწევთ წინააღმდეგობას, გამოვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ამბობს, რომ გამოიყენებენ "ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს".
საუბარია ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ ორი მიმართულება, პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები რჩება.
ვიცე-რექტორი ამ გადაწყვეტილებას "გამაოგნებელს" უწოდებს და ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს განათლების რეფორმასთან.
"ჩვენ მაქსიმალურად ვაპირებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ არ არის ლეგიტიმური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გამოვიყენებთ ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთაც.საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სრული ერთიანობაა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ უნივერსიტეტის ისტორია ასეთი ფორმით არ დასრულდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.