ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი - ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს საკითხი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი - ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს საკითხი

სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი. შესაბამის ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი.
დღეს სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი; მან არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის საკითხი.
ეს მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა საბოლოო გამარჯვებამდე”, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან უნივერსიტეტმა მიუღებლად ჩათვალა, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც ილიას უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.