არქივი30 მაისი, 2025, 21:38
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 2 ივნისს გაფიცვას აცხადებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ორშაბათს, 12:00 საათიდან, ლექტორები და სტუდენტები გაიფიცებიან.
სტუდენტები მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს, სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ მათ პროტესტს.
სტუდენტების აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით აქტივისტებიც შეუერთდნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.