არქივი19 დეკემბერი, 2023, 06:37
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია იტალიის თასზე?
დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, "ნაპოლი" იტალიის თასზე "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.
Tuttonapoli-ს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებს.
ძირითად თერთმეტეულში ვიხილავთ ელიფ ელმასს, მარიო რუის, ნათანს, კაიუსტესა და სიმეონეს. დიდი ალბათობით, ფრანკ-ზამბო ანგისა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.
წყაროს ინფორმაციით, ხვიჩა და ვიქტორი თამაშში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ "ნაპოლის" მატჩის მოგება ძალიან გაუჭირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.