იზრდება ჯარიმები ბრაკონიერობასა და ზღვის დაბინძურებაზე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით 1 ოქტომბრიდან გაიზრდება ჯარიმები გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე და ბრაკონიერობაზე.
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გემიდან ან სხვა მცურავი საშუალებებიდან და მილსადენებიდან ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების და საწარმოო ან ტექნიკური მასალის ჩაშვება ან მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება 100 ათასი ლარით დაჯარიმდება. აქამდე ჯარიმა 65 ათასი ლარი იყო.
კანონის მიხედვით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ელექტროშოკური მოწყობილობა “თევზჭერის ელექტროიარაღად” დაკვალიფიცირდა. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…