ივლისში, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა

2025 წლის ივლისში, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში ფასების 45.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 3.8 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 19.2 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1.3 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 22.3 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 3.7 პროცენტით.
მონაცემები საქსტატმა გაავრცელა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.