ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივლისში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა

მიმდინარე წლის ივლისში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 1,872 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.2 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს.

2024 წლის ივლისში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 32.9 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 10.1 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო ანუ მთავრობის დანაზოგი 907.3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი სალდო კი 408.7 მლნ ლარი იყო.
2024 წლის ივლისში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომლებმაც შეადგინა შესაბამისად 9.6%-იანი და 6.3%-იანი კონტრიბუციები მთლიან ზრდაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.