ივლიანე ხაინდრავამ შერიგების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

„აგენტების კანონის“ ხელახალი ინიციირების გამო თანამდებობა დატოვა ივლიანე ხაინდრავამ. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი.
„დღეს დავწერე განცხადება… დავტოვე თანამდებობა იმის გამო, რომ არ ვეთანხმები იმ კურსს, რომელსაც მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ვგულისხმობ კანონპროექტს და ყველაფერ იმას, რაც მოჰყვა მის მეორედ შემოტანას,“ – ამბობს ივლიანე ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.
ივლიანე ხაინდრავა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა