ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
ტაძარში დააბრძანეს „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი”, რომელიც ეპარქიებში მოგზაურობდა.
ცნობისთვის, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის“ ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.
ხატის მოგზაურობა დასრულდა და 19 ნოემბერს ხატი მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა