ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივა ფეზუაშვილი: სერვისის გარდა უკვე აღარაფერს ვაწარმოებთ, ქვეყანა აქციეს იაფფასიან სასტუმროდ, რომელშიც რუსი ტურისტების გარდა მალე აღარავინ ივლის

"ახალგაზრდა, მშრომელი კაცი ერთი ბოთლი ლუდის გამო სასიკვდილოდ გაიმეტეს. სახელმწიფო რომელიც, მისი ოპონენტების ყველა ნაბიჯს აკონტროლებს, აღრიცხავს და ტომებად კრავს, ვერ ან არ პოულობს დამნაშავეს.
ბათუმში მშენებლობაზე, არასრულწლოვანი ბიჭი დაიღუპა.
"ევოლუშენ ჯორჯიას" 5000 მდე თანამშრომელია გაფიცული, ამ მასშტაბის სოლიდარობის პრეცედენტი, ძალიან ბევრ იმედს იძლევა.
მაგრამ ამ წამს, გვაქვს მოცემულობა სადაც ქვეყანას ყაჩაღები მართავენ და გარეწრები ფლობენ.
მართავენ ოფშორებით, ფარმა მაფიით, უმაღლესი პროცენტებით, გაძვირებული ფასებით პროდუქტებზე , პროპაგანდით და ტერორით.
ფლობენ რადგან სერვისის გარდა უკვე აღარაფერს ვაწარმოებთ, ქვეყანა აქციეს იაფფასიან სასტუმროდ, რომელშიც რუსი ტურისტების გარდა მალე აღარავინ ივლის.
გვაქციეს შავი ფულის გასათეთრებელ სამოთხედ, რუსეთის ბოსტნად და ჩინეთის წუმპედ.
ეს ქვეყანა არ არის მათი, ეს ქვეყანა არის ჩვენი.
ან ქვეყანას დავიბრუნებთ ან სულ ნაწილ-ნაწილ, ტყე-ტყე და მთა-მთა გაგვიყიდიან.
სოლიდარობა მშრომელ ხალხს!
საქართველოს ვქმნით ჩვენ!", -  წერს სოციალურ ქსელში მწერალი ივა ფეზუაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.