არქივი9 მაისი, 2024, 23:17
ივა ფეზუაშვილი: ...დუმილი რომელიც ჩვენი ემოციური და ფიზიკური განადგურებისთვის ანთებული მწვანე შუქია
"ვინც ახლა დუმხართ, იცოდეთ რომ თქვენი დუმილია მათი იარაღი.
არავის, საერთოდ არავის ემახსოვრება ის უშინაარსო ლიტერატურული პრემიები რასაც თეა წულუკიანი გირიგებთ, არავის ემახსოვრება კინო-ცენტრის ლოტოტრონებში თქვენი გამარჯვება.
არავის ემახსოვრება თქვენი წიგნები ან ფილმები...
სამაგიეროდ ყველას ემახსოვრება თქვენი დუმილი…
დუმილი რომელიც ჩვენი ემოციური და ფიზიკური განადგურებისთვის ანთებული მწვანე შუქია.
გამოფხიზლდით," - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ივა ფეზუაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.