„ივანიშვილს, ბოლო რესურსები, თავისი ამ გადმოხტომით, უნდა დაებანდებინა ამ საქმეში… ახლა მაგათ აქვთ ასეთი გეგმა“ – შალვა ნათელაშვილი

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
– ბატონო შალვა, პოლიტიკაში მესამედ მოვიდაო, ყველა ამას იძახის. ჩემი დათვლით, მეოთხედ მოვიდა – „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დასაწყისში, აფინანსებდა პატრულისა და სხვა პროექტებს, სახელფასო დანამატებს უხდიდა პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებს. ხალხს ეგონა, რომ ამ ყველაფერს ჯორჯ სოროსი აფინანსებდა, მაგრამ თავად ივანიშვილმა განაცხადა ინტერვიუში, რომ მე ვიყავი სოროსი, ამ ყველაფერის ფულს მე ვიხდიდიო. ასევე, თავად თქვა, რომ 2004–2007 წლებში პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე რჩევებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გელა ბეჟუაშვილს და ს, რომლებიც, მისივე თქმით, მის რჩევებს ხშირად ითვალისწინებდნენ. ეს ყველაფერი მისი პოლიტიკაში ყოფნა არ იყო?
– ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოაგზავნა ს უშიშროების სამსახურმა 90–იანი წლებში, გამოატანა ფული და დაავალა, დაეწყო სულგაყიდული ელიტის მოსყიდვა, რომ შემდგომ უკვე პოლიტიკა ეყიდა სახელმწიფოსთან ერთად. მან ეტაპობრივად წარმატებით განახორციელა ეს გეგმა და დღეს უკვე მოგვევლინა უგვირგვინო მეფედ. ეს არის ფაქტი. ეს ყველაფერი, წასვლა, მოსვლა, დაბრუნება ტრიუკებია, რეალურად, ის 30 წელია წარმოადგენს რუსეთის სპეცსამსახურთა მთავარ კომენდანტს საქართველოში და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დარჩეს მონგოლოიდურ იმპერიაში.
– დაბრუნდა პოლიტიკაში, დაიკავა რაღაც თანამდებობა პარტიაში და რა უნდა? რატომ გამოვიდა ჩრდილიდან?
– მისი დაბრუნების მიზანია, ხელისუფლებაში დატოვოს პროპუტინისტული ბლოკი, დაიტოვოს სახელმწიფო კონტროლისა და საკუთარი კლანჭების ქვეშ და თუ საჭირო გახდა, რუსეთის დავალებისა და მისი პერსონის სანქციებისგან თავის გადასარჩენად, დასავლეთს გაუწელოს ეს პროცესი იმით, რომ გახდეს პრეზიდენტი ან პრემიერ–მინისტრი.
– რამდენად მოახერხეს ამის გაკათებას?
– მე, როგორც იმ პარტიის ლიდერმა, რომელიც ინიციატორი იყო მისი დასანქცირებისა 10 წლის წინ და ამას პასუხად ჩვენი პარტიის დასანქცირება მოჰყვა, შემიძლია გითხრათ, რომ მას ვერაფერი გადაარჩენს. არ არსებობს დედამიწაზე სააპელაციო ინსტანცია, სადაც მას შეუძლია, თავი გადაირჩინოს.
– ანუ, პრემიერ–მინისტრი ან პრეზიდენტიც რომ გახდეს, მაინც დაასანქცირებენ?
პრემიერ–მინისტრია და თან უნგრეთი ევროკავშირის წევრია და 30 მილიარდით იყო დასანქცირებული ქვეყანა. ამ ჩვენს რუს ოლიგარქს ვინ ახტუნავებს ამდენს?! ბიძინა ივანიშვილი უკვე სანქცირებულია. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ სანქცირება დაწყებულია–თქო. მაგის მომხრეები გვაქილიკებდნენ, ამბობდნენ, რომ ვტრაბახობდით, არანაირი სანქცია არ ადევსო და ახლა გამოვიდა თვითონ და განაცხადა, უკვე დიდი ხანია დასანქცირებული ვარო. რეალურად, მილიარდები აქვს გაყინული მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციებში, არ აქვს წვდომა ამ ფულზე და მისი კომპანიები პარალიზებულია და უარს ამბობენ ამ პიროვნების მომსახურებაზე. თუმცა, ამას დაგვირგვინება უნდა და რომ დაგვირგვინდეს, ჩვენ გავამზადეთ პაკეტი სასანქციო წინადადებებისა, რომელსაც გავაგზავნით უახლოეს დღეებში ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ამ პაკეტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, როგორ უნდა მოხდეს მისი ფინანსების, აქციების, ოფშორულ ზონებში კომპანიების ბლოკირება, ტრანსნაციონალური შენატანებისა და ოჯახის წევრების დიმპლომატიური და სავიზო სანქცირების ჩათვლით.
– რაც ბიძინა ივანიშვილმა პარტიაში ცვლილებები შეიტანა, რათა რეალური ძალაუფლება ჰქოდეს, ეს საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს, სადაც ქვეყნის მმართველი პარტიის მმართველი იყო, არა?
– განსხვავება ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დროს მმართველი კომუნისტური პარტია შედგენოდა უმაღლესი დონის ინტელექტუალებისგან, რომელთაც შესძლეს მსოფლიო ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი იმპერიის მშენებლობა. ივანიშვილმა საქართველო ჩააბრა კრემლს. გუდაუთა, ოჩამჩირე, … ნაწილ–ნაწილ მიაქვს რუსეთს ეს ქვეყანა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წესედებაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული, ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი „ქართული ოცნების“ აკრძლვაზე, ხოლო საერთო იურისდიქციის სასამართლოში პარტიაში შეტანილი ცვლილებების რეგისტრაციის შეჩერებაზე, რადგან კანონით, თუ პარტიას თავმჯდომარე ჰყავს,მაშინ პრემიერ–მინისტრის წარდგენის უფლება მხოლოდ თავმჯდომრეს აქვს. საპატიო თავმჯდომარეს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, არაფერი ესაქმება პრემიერ–მინისტრის წარდგენასთან. დავუშვათ, მე ამირჩიეს “ ბრაზილიის ლეიბორისტული პარტიის“ საპატიო თავმჯდომარედ. ეს იქნება მხოლოდ პატივისცემის გამოხატულება, პერსონალური სადღეგრძელო, მეტი არაფერი. მე ვარ ლუიზიანას შტატის საპატიო ელჩი, გუბერნატორმა გადმომცა ეს სიმბოლური სტატუსი. ახლა სადმე რომ წავიდე და ვთქვა, ლუიზიანას ელჩი ვარ–მეთქი, დამიჭერენ და საგიჟეთში მომაქცევენ. პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა და ის უფლებამოსილება, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს მიიღოს ამ რანგში, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება და კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, რადგან საპატიო თავმჯდომარეს ეძლევა ქვეყანაში ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის წარდგენის უფლება.
–ჯერ ამის მოფიქრება, მერე ამის პარტიის ყრილობაზე პარტიის წესდებაში შეტანა, ახლა ეცდებიან, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციაში გაატარონ… მთელ ამ თავხედობათა კასკადს რა ჰქვია? ხალხის მიმართ, ქვეყნის მიმართ ეს რა დამოკიდებულებაა?
– ჰკიდია ხალხი ფეხზე, არ თვლის, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს. თვლის, რომ აქ ვცხოვრობთ ერთუჯრედიანი ადეპტები, ხოლო თუ ვინმე აზროვნებს, მისთვის მათი მოსყიდვა პრობლემა არ არის.
– ბატონო შალვა, არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მხარი იცვალა, გადავიდა დასავლეთის მხარეს იმის გამო, რომ თავი გადაირჩინოს, საკუთარი აქტივები გადაარჩინოს. ამავდროულად, მისი ამ ქმედებით ბიძინაც ნახავს ხეირს და ქვეყანაც და ეს სახეშეცვილი ივანიშვილი განახორციელებს იმ ცვლილებებს ქვეყანაში, რაც მის ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდებაო. რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს? მიიღებს ბიძინას დასავლეთი? დაელაპარაკება, როგორც პარტნიორს?
– ეს იგივეა, რომ შევკრიბო ყველა წმინდანი, რომლებიც ქრისტიანობაში არსებობენ და მე წარვუძღვე მათ იერუსალიმისკენ. მაპატიეთ უხეში შედარებისათვის, მაგრამ ამ სისულელეზე სხვა რა ვთქვა? ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაჩქარებული წესით ჩვენ მოგვცეს სწორედ ივანიშვილისა და მისი პოლიტიკის გამო, რომ არ მოესწრო რუსეთის სივრცეში საქართველოს საბოლოდ შეთრევა. ახლა ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება მხოლოდ ივანიშვილის გარეშე.
– თავად ივანიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებაში კორუფციაა. მისი მომხრეები აღტაცებულნი არიან, მოვა ახლა და ყველაფერს დაალაგებს, მოსპობს კორუფციას ქვეყანაშიო. დასაჭერი ხალხის სიებიც ქვეყნდება სოც–ქსლებში.
– ეს დაახლოებით ის ვარიანტია, სერიულ მკლელს, ჩიკატოლის შეექმნა სერიული მკლელობების წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოება და მისი პრეზიდენტი გამხდარიყო. შესაძლოა, საჩვენებელი დაჭერები იყოს, ამას შევარდნაძეც აკეთებდა, მიშაც აკეთებდა, ბევრი აკეთებდა სხვა და სხვა ქვეყნებში, რომ კორუფციასთან ბრძოლის განცდა შეექნათ ხალხისთვის. ამაზე შორს არ წავა ეს „კორუფციასთან ბრძოლა“.
–რატომ ითრევენ ფეხს ამერიკა და ევროპა, რომ სერიოზული სანქციები დაადონ ბიძინა ივანიშვილს? რაც მთავარია, მისი გარემოცვის წევრებიც დაასანქცირონ, რათა კლანები დაშალონ, რომლებიც დაეპატრონენ ამ ქვეყანას.
– რა თქმა უნდა, ფეხის თრევას აქვს ადგილი და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთი პოლიტიკური იყო, რომ ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერის დასანქცირების შემთხვევაში, ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი რომ მიეცათ, ლოგიკური არ გამოდიოდა. ამიტომ, ეს ეტაპი უნდა გაგვევლო. ისე, ში ომი რომ არ დაწყებულიყო, ივანიშვილი იქნებოდა ლაღი და თავისუფალი. ჩვენ კი ვიბრძოლებდით ბოლომდე მის დასანქცირებაზე, მაგრამ ეს იქნებოდა შორეული პერსპექტივა. გვყავდა და გვყავს მეგობრები და თანამოაზრენი დასავლეთში, ვინც მხარს დაგვიჭერდა, მაგრამ ამას ისე ჰყავდა მოსყიდული დასავლეთში გარკვეული ჯგუფები როტშილდები, მაკრონები, ტრამპის სიძე… ძალიან პრობლემატური იყო მისი დასანქცირება. თუმცა, უკრაინის ომმა აღარ დატოვა შუალედი, მის ლობისტებს აღარ დაუტოვა არგუმენტი მის გადასარჩენად.
– ბრძანეთ, რომ ხელისუფლების და გუნდის შესანარჩუნებლად დაბრუნდა ივანიშვილი. რა გზით უნდა შეინაარჩუნოს? არჩევნები უნდა გააყალბოს თუ სხვა რესურსი აქვს?
– ადრე გულმშვიდად იყო, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ითვლებოდნენ „ქართული ოცნების“ ალტრნატიულ ძალად, სადაც „ქოცები“ იმარჯვებდნენ ყველა ვარიანტში. ახლა წავიდა „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, რა შემორჩება ამ პარტიიდან საარჩევნოდ, არავინ იცის. ამით ივანიშვილს შეექნმა რეალური საფრთხე, საფრთხობელა აღარ ჰყავს, რომლის შიშითაც ხალხი „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას. ამიტომ, ბოლო რესურსები, თავისი ამ გადმოხტომით, უნდა დაებანდებინა ამ საქმეში. ახლა მაგათ აქვთ გეგმა, რომ ბარიერი 1%–მდე დასწიონ, სატელიტი პარტიები, ეს ელისაშვილები და ინჯიები და ამათი პარლამენტში შეყრით გააკეთონ კოალიციური მთავრობა. კიდევ აქვთ გეგმა, რომ არჩევნებამდე 15 დღით ადრე, თავიანთ დაქირავებულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინონ სააკაშვილი და მისი გამოსვლა გარეთ, ისევ გაყოფს პოლიტიკურ სპექტრს ორ ნაწილად, ისევ აქტუალური გახდება ძველი თემა „მიშა ბრუნდება“, ჩვენ მოგვეცით ხმა, თუ არადა მიშა მოვა ხელისუფლებაში. თუ გასაშვებია, მიშას აწამებენ იქ და ახლავე უნდა გაუშვან და არა 2 კვირით ადრე არჩევნებამდე, რათა არ იყოს მათ ხელში ხალხის არჩევანზე მანიპულაციის საშუალება. ასევე, გააყალბებენ არჩევნებს, დღეს უშიშროებაა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცსკო–ს თანამშრომლები ყველა, დამლაგებლიდან დაწყებული, უფროსით დამთავრებული უშიშროების მითითებებს შასრულებს ყველა დონეზე. იმუშავებენ ჟუჟუნა კოორდინატორები, მერიები, სამინისტროები, გამეობები… ეს არის ადმინისტრაციული ბანდა, რომლებიც მასობრივად უნდა დავითხოვოთ ერთ დღეს და ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები უნდა დავასაქმოთ მათ ნაცვლად.

ასევე დაგაინტერესებთ