ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილს აშშ-ში შიკრიკად ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი.
ამის შესახებ მან „გახარიას კვირაში“ ისაუბრა, თუმცა აღნიშნული პირის ვინაობა არ დაასახელა.
გახარიას თქმით, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით ამტკიცებს, რომ სხვისი აზრი არ აინტერესებს, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულებია, რომ „შიკრიკს შიკრიკზე აგზავნის, იქნებ როგორმე გაიგოს მაინც, იქ [აშშ-ში] რა ხდება.“
„ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი, საკმაოდ მაღალი დონის და სხვა დროსაც გაიგებთ ამას რა დონისაა. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად და სჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციური დემოკრატია.
მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს საქართველოსთან მიმართებაში გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე რაიმეს რადიკალურად შეცვლის. მეორე, კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, ეს სწორი ან თავისი უძლეველობის წარმომსახველია, საოცარია. ფოსტალიონების ასეთი გაგგზავნა ახლა გახშირდება. სერიოზულად ვამბობ, რომ სჯობდა არ გაეგზავნა, ეს ისეთი ფორმით მოხდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.