„ივანიშვილმა შექმნა სახელმწიფო, სადაც “პოლიციელის მუნდირი” უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე“ – მერაბ მეტრეველი

ამ ხელისუფლების კეთილგონიერების, სამართლიანობის და ადმიანურობის იმედზე ჩემი მტერი იქნა!
კარგად ვხედავდით, მზად იყვნენ გაეწირათ ადმაიანი, ოღონდ რაიმე უკან დახევაში არ ჩათვლოდათ. ბრალი რომ დაემძიმებინათ დგებუაძემ ისიც იაკდრა დაეწერა, ლოყა მეტკინა და გამიწითლდაო, ხოლო პოლიციელებს ცრუ ჩვენების მიცემაც კი აიძულეს, ვითომ დგებუაძის გაწითლებული ლოყა დაინახეს.
ამათგან რა სიკეთეს და ადამიანობას უნდა ელოდოს ადამიანი?
მზიას წინასწარ პატიმრობაში დატოვება არის ქვეყანაში გამეფებული ტოტალური უსამრთლობის მხოლოდ ერთი მაგალითი და მისი შიმშილობაც ამ უსამრთლობაზე პასუხი იყო.
ქვეყანაში არსებულ ტოტალურ უსამრთლობაზე პასუხისმგებელი არის პირადად ივანიშვილი, რადაგან პირადად მისი დამსახურებაა, რომ პოლიციურ სახელმწიფოდ ვიქეცით, სადაც პოლიციას ყველაფრის უფლება აქვს, შეუძლია ადამიანი სასიკდილოდ ცემოს და პასუხიც კი არ მოეთხოვება, მაგრამ ვინმე თუ პოლიციელს ოდნავ შეეხება, მას პასუხს უმკაცრესად აგებინებენ. ივანიშვილმა შექმნა სახელმწიფო, სადაც “პოლიციელის მუნდირი” უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს