“ივანიშვილმა ბრჭყალები გამოაჩინა” – ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

“რეალურად, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება. პრემიერ-მინისტრი ისევ გვეყოლება ირაკლი, ოღონდ უფრო მაღალი და უფრო სხვა ვარცხნილობით”, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
კერძოდ, ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს დაიკავებს.
როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ამ ცვლილებებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და ახლა საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავის “ბრჭყალები გამოაჩინა”.
“მე ასეთი განცდა მაქვს – იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად მაინც გარიდებული იყო პოლიტიკურ და პარტიულ საქმიანობას , “ქართული ოცნების” ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არიან ქვეყნის ბატონები და პატრონები, ჩათვალეს, რომ კორუფციაზე ხსნილი იყო და აქ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა აჩვენოს, რომ, მართალია, მას ასაკი ემატება, მაგრამ ბრჭყალები არ გასცვეთია. ახლა ეს ამბები ბრჭყალების გამოჩენაა, სხვა არაფერი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის