ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილმა აეროპორტში ზონდერჯგუფი დაგვახვედრა – “გახარია საქართველოსთვის”

ივანიშვილმა აეროპორტში ზონდერჯგუფი დაგვახვედრა – “გახარია საქართველოსთვის”

პარტიის “საქართველოსთვის” განცხადებით, დღეს გამთენიისას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ”.
“ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული. ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა”, – ნათქვამია პარტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიას სცემეს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”. ინციდენტში “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მონაწილეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.