ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილი შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას ჩინეთს აძლევს და აშშ-ს ბლოკავს - ჯო უილსონი

ივანიშვილი შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას ჩინეთს აძლევს და აშშ-ს ბლოკავს - ჯო უილსონი

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების მონაწილეობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვიდრე "ქართული ოცნება" აშშ-ს ბლოკავს, კონტროლს ჩინეთს აძლევს.
კონგრესმენი ამ კონტექსტში შუა დერეფანს ახსენებს.
“ქართული კოშმარის არალეგიტიმური რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოთხოვნებს უყენებს, მაშინაც კი, როცა მულტიმილიონდოლარიანი კონტრაქტებით თავიანთ ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აძლევენ. არ შეგეშალოთ, "ქართული ოცნების" რეჟიმი და მისი მარიონეტი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას ჩინეთს აძლევს და აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მოტყუებული და შეურაცხყოფილი!” - წერს ჯო უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.