არქივი1 თებერვალი, 2024, 11:10
ივანიშვილი ღარიბაშვილზე: თვითონ მოისურვა გადადგომა, რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს და რატომ დაატოვებინა პრემიერობის პოსტი, უპასუხა: "რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია".
ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პრემიერობის პოსტიდან გადადგომა ღარიბაშვილმა "თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია".
დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.