ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილი ნაკრებს ულოცავს, გუნდს 30 მილიონი ლარი გადაეცემა - ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნაკრებს დაწესებული ჯილდო - 30 მილიონი ლარი გადაეცემა.
"ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.