ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილი მე მთავაზობდა, რომ “რუსთავი 2” გამეფორმებინა – ბაჩიაშვილი

ივანიშვილი მე მთავაზობდა, რომ “რუსთავი 2” გამეფორმებინა – ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად ივანიშვილი მას სთავაზობდა რუსთავი 2-ის გადაფორმებას.
ბაჩიაშვილის თქმით, მან რამდენიმე კვირით ადრე იცოდა რუსთავი 2-ის საქმის დასრულების შესახებ, რადგან ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა, თუ ვისთვის გადაეფორმებინა ტელევიზია.
“როდესაც ივანიშვილი იყო ხელისუფლებაში თუ არ იყო ხელისუფლებაში, მე ვიყავი იმის მომსწრე, პროკურორები და მოსამართლეები რა სიხშირით დადიოდნენ მასთან. ზუსტად ვიცი რა სიხშირის და რა სახის კომუნიკაცია ჰქონდა ივანიშვილს ამ ყველა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან და ვიცი მისი კონტროლის შესახებ. მე არ მეგულება არცერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომლის სახლშიც მოსამართლეები იკრიბებიან იმ დროს, როდესაც ხორციელდება სასამართლო რეფორმები, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიც იყო თუნდაც “რუსთავი 2-ის” საქმე. პარალელურად, ივანიშვილი მთავაზობდა, რომ “რუსთავი 2” მე გამეფორმებინა, რაზეც მაშინ უარი ვუთხარი. გამოდის, მე ივანიშვილისგან რამდენიმე კვირით ადრე მქონდა ინფორმაცია მანამ, სანამ “რუსთავი 2-ის” საქმე დასრულდებოდა, რადგან ის უკვე ეძებდა, თუ ვისზე გაეფორმებინა ეს ტელევიზია”, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველთან”.
რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ რუსთავი 2 საბოლოოდ ქიბარ ხალვაში მფლობელობაში აღმოჩნდა ისე, რომ დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ კუთვნილი წილების დაბრუნება ვერ მოახერხეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.