ივანიშვილი ეხმაურება რეაქციას „ბოდიშის მოხდაზე“ მის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ეხმაურება რეაქციას მის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე. მაშინ ექს-პრემიერმა თქვა, რომ ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ.
· ივანიშვილის თქმით, ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ
ივანიშვილი მის ამ განცხადებაზე რეაქციას დღეს, რუსთავში სიტყვით გამოსვლისას მოკლედ შეეხო და თქვა, რომ მისი სიტყვები „ღალატად“ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ მონათლა.
„როდესაც გორში ურთიერთგაგების და შერიგების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ომისა და ნგრევისა, ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა მიზანი არ არსებობს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მაშინდელ განცხადებას ნეგატიურად არა მარტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებიც გამოეხმაურნენ:
· ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? – შინდისის გმირის ცოლი
· „2008 წლის 9 აგვისტო… ,,ოსი ძმების” ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში გიორგი“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა