ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ივანიშვილი და ქართული ოცნება აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას!” – ქაცარავა

“ივანიშვილი და ქართული ოცნება აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას!” – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
ზუგდიდში ჩასულმა ივანიშვილმა, ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით შემდეგი გზავნილი გააჟღერა:
“რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების დინამიკურობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნესბისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ტერიტორიული მოწყობა არსებულ რეალობასთან მოვიყვანოთ თანხვედრაში და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს”. ეს სიტყვები პირდაპირი მინიშნებაა კონფედერაციულ მოწყობაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ივანიშვილი და ქართული ოცნება აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას! ქოცნება=საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატს! ქოცნება=მოღალატეთა ერთობას!
ქოცნება=რუსულ ოცნებას!

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.