ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილი ამბობს, რომ დამატებით დასავლურ სანქციებს არ ელის

ივანიშვილი ამბობს, რომ დამატებით დასავლურ სანქციებს არ ელის

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი, ამბობს, რომ დასავლეთის მიერ „ქართული ოცნების“ წევრების და ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქცირებამ არ იმუშავა.
„რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ვერ იმუშავა… მე აღარ ველოდები [დამატებით სანქციებს]. [სანქციები] არაობიექტურ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული“, – თქვა მან „იმედთან“ ინტერვიუში.
მიმდინარე წლის განმავლობაში, აშშ-მა დაასანქცირა ოთხი მოსამართლე – „დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“, ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი [იგივე „ხარება“] და მისი მოადგილე, ასევე, „ალტ-ინფოს“ წევრები.
ასევე დაწესებულია სავიზო სანქციები „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ, თუმცა, კონკრეტულად ვის წინააღმდეგ – უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.