ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ივანიშვილის რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს ქართველ მამაც ხალხს“ - ჯო უილსონი

"ივანიშვილის რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს ქართველ მამაც ხალხს“ - ჯო უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი ქართველ მამაც ხალხს სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს. ის დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი არ დაშინდება.
"ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის გამო. ქართველი ხალხი არ შეშინდება!", - წერს უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.