ივანიშვილის „მესამედ“ „მოსვლა“

პოლიტიკაში კიდევ ერთხელ „დაბრუნდა“. ეს მისი მესამე დაბრუნებაა. 2012 წლის საპარლამენო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილი 2012-13 წლებში, პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. თუმცა, 2013 წელს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა.
2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“ ბიძინა ივანიშვილი, 2023 წლის “დაბრუნების” მიზეზებზე
2018 წელს, ივანიშვილი კიდევ ერთხელ „დაბრუნდა“, ისევ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა და 2021 წელს, ისევ „წავიდა“. 2021 წლის იანვარში გავრცელებულ წერილში ივანიშვილი წერდა, რომ ამჯერად პოლიტიკიდან „საბოლოოდ მიდიოდა“.
„ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. რამდენიმე კვირაში 65 წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას“ – წერდა ივანიშვილი 2021 წელს.
ივანიშვილმა, რომელსაც 2024 წლის თებერვალში 68 წელი უსრულდება „მესამედ“ „დაბრუნება“ იმით ახსნა, რომ „ქართული ოცნება“ საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია“.
ივანიშვილი ამჯერად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარის სტატუსით დაბრუნდა, ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის მე-7 ყრილობაზე, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართა, ბუნებრივია ერთხმად დაუჭირეს მხარი. ივანიშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, არ აპირებს მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის შეცვლას.
მედიასთან საუბრის დროს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ფაქტიულად სანქცირებულია, 2022 წელს, ში ომის დაწყების შემდეგ და გაყინულია მისი აქტივები.
„ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა. რამდენიმე კვირაში 65 წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას“ ბიძინა ივანიშვილი, 2021 წელს პოლიტიკიდან “საბოლოო წასვლის” მიზეზებზე
„მე ვარ სანქცირებული, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ. მე რეალურად სანქცირებული ვარ, დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით. ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად, სანქცირებული ვარ, ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს. დაასანქცირეთ და დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი“ – აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა, რომელსაც საქართველოს არაფორმალურ მმართველად მიიჩნევდნენ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და „ქართული ოცნების“ მართვაში, თუმცა, ეს მისი აზრით საკმარისი ამ ეტაპზე აღარ არის. „…2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“.
ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ 18 დეკემბერს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ ივანიშვილის კიდევ ერთხელ “დაბრუნება” არ იგეგმებოდა.
“დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება, რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები. ამ კუთხით, ეს კითხვა რელევანტური არ არის” – ამბობდა .

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი