არქივი2 თებერვალი, 2026, 19:10
"ივანიშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს პორტები პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის სათამაშო მოედნად აქცია"

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი "აი ფაქტის" ინფორმაციას ეხმაურება, რომ 2024-26 წლებში საქართველოში 19 გემი იმყოფებოდა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
"აღმაშფოთებელია! მაშინ, როდესაც უკრაინელები სიცოცხლისთვის იბრძვიან, ვრცელდება ახალი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პორტებს პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის სათამაშო მოედნად.
სანავიგაციო იდენტიფიკაციის სისტემის მანიშნებლების გამორთვა "სისხლიანი ნავთობის" გადასაზიდად, არის ომის დანაშაულებში თანამონაწილეობა", - წერს უილსონი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.