ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის პირადი ფონდის უნიკალური ექსპონატები – ფოტოები, ხელნაწერები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა და მემორიალური ნივთები.
თსუ-ის ინფორმაციით, განსაკუთრებული ადგილი უკავია ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას:
• საქართველოს საზღვრების რუკა (1919);
• საქართველოს რესპუბლიკის რუკა (1922);
• საქართველოს ისტორიული რუკა (1923);
• საქართველოს ბოტანიკურ-აგრონომიული არეების რუკა (1930).
გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დიდი მეცნიერის მემკვიდრეობის მნიშვნელობას და მის წვლილს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.
კომენტარები კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.