იენს-ფრედერიკ ნილსენი - აშშ-ის ხედვა არ შეცვლილა, რომ გრენლანდია მისი ნაწილი უნდა იყოს - ეს სრულიად მიუღებელია

აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება კვლავ სურს. შესაბამისი განცხადება გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა გააკეთა.
„აშშ-ის ხედვა არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ გრენლანდია მისი ნაწილი უნდა იყოს და მის მიერ უნდა იმართებოდეს. მსურს, გრენლანდიის სახელით ნათლად ვთქვა: ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ნილსენმა.
მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ საუბარი გრენლანდიის შესახებ არის, საქმე ნატო-ს მომავალს, დასავლური სამყაროს დაცვასა და მსოფლიო დემოკრატიასაც ეხება“.
„თუ საერთაშორისო სამართალი და წესები დაცული არ იქნება, მაშინ დიდი სახელმწიფოები მსოფლიოს დაყოფის რისკებს ქმნიან, სადაც თავისუფლება და თვითგამორკვევის უფლება აღარ იარსებებს“, - აღნიშნა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.