პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგი 2025 წლის თებერვლიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება

იენს სტოლტენბერგი 2025 წლის თებერვლიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2025 წლის თებერვლიდან გახდება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, როგორც ეს მის გადადგომამდე იყო პროგნოზირებული.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება, ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახურმა განაცხადა.
სტოლტენბერგი, რომელმაც NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს 1 ოქტომბერს გადასცა, 2025 წლის თებერვლიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება და გერმანელ კრისტოფ ჰოისგენს ჩაანაცვლებს. ჰოისგენი ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.