იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური საკითხია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის აქტუალური საკითხია.
როგორც ის განმარტავს, მათი მხარდაჭერით ზიანდება შავ ზღვაში რუსეთის დიდი ფლოტი.
„შავი ზღვის უსაფრთხოებაც აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატო-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებული არის და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.