ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსი ჯაშუშების მიმართ და მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც მოიცავს დივერსიულ აქტებს და კიბერშეტევებს, უფრო მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს

ნატო-ს წევრი ქვეყნები გეგმავენ, რომ ალიანსის წინააღმდეგ მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც მოიცავს დივერსიულ აქტებს და კიბერშეტევებს, რუსი ჯაშუშების მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ვნახეთ დივერსიის, ხანძრების განზრახ გაჩენის მცდელობების, კიბერშეტევების, დეზინფორმაციის რამდენიმე მაგალითი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული ქმედებების კამპანიას განიხილავენ.
სტოლტენბერგის განცხადებით, მინისტრები, ასევე, იმსჯელებენ ნატო-ს რეაგირების ვარიანტებზე, მათ შორის კრიტიკული საზღვაო და კიბერ ინფრასტრუქტურის დაცვაზე და ასევე, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებისთვის ალიანსის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.