ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ ის წევრებიც უნდა დაიცვას, რომლებიც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავენ

ნატო-მ ის წევრებიც უნდა დაიცვას, რომლებიც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
„მე-5 მუხლი, ვალდებულება, რომ ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს - ალიანსის გულს წარმოადგენს. ეს ვალდებულება ყველა მოკავშირე სახელმწიფოზე ვრცელდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდის ვალდებულება ყველა ევროპულმა სახელმწიფომ აიღო და 2024 წელს, იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც ამ მიზანს მიაღწევენ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. „
ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ეს ევროპასა და აშშ-ს შორის რაიმე სახის განხეთქილებას არ ნიშნავს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.