იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა ნატო-ს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეუერთდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა თავდაცვის ალიანსს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეუერთდება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სააგენტო DPA-სთან განაცხადა.
სტოლტენბერგს მომდევნო ათი წლის განმავლობაში ალიანსის შესაძლო გაფართოების შესახებ დაუსვეს კითხვა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება მოკავშირე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგს თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება მხარდაჭერა, მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში.
„ჩვენი მხარდაჭერა რაც უფრო ძლიერი იქნება, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ეს ომი. გრძელვადიან პერსპექტივაში რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ, მით უფრო მალე შეიძლება დასრულდეს ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც